გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრები, იურისტი თორნიკე ართქმელაძე და ოფისმენეჯერი ეკა გიორგობიანი გამოიკითხნენ. გამოძიებას მათთან კითხვები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ბადრი ჯაფარიძის სახელზე გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომელიც აღნიშნულმა პირებმა არ ჩაიბარეს. „ლელოს“ წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს ამის მიზეზი მკაფიოდ განუმარტეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გამოკითხვებს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი აქვს.