გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით
 თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე „ძლიერი საქართველოს“ წევრები, იურისტი თორნიკე ართქმელაძე და ოფის-მენეჯერი ეკა გიორგობიანი იკითხებიან. საგამოძიებო უწყებიდან პარტიის წევრებს გამოკითხვის თაობაზე ორი დღის წინ დაუკავშირდნენ, თუმცა, მათ თქვეს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გასცემდნენ პასუხს.
მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება საგამოძიებო უწყების მიერ გაგზავნილ წერილს, რომლითაც პარტიის ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დროებითი საპარლამენტო კომისია გამოკითხვაზე იბარებდა. პარტიის წევრების თქმით, აღნიშნული წერილი მათ არ ჩაიბარეს, რადგან ადრესატი არა პარტია, არამედ ჯაფარიძე იყო, პირად წერილებს კი მათივე თქმით, ოფისში არ იტოვებენ.