გამოფენა-გაყიდვა „ექსპო ჯორჯიაში“ 

„ექსპო ჯორჯიას“ მე- 11 პავილიონში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 200-მდე მეწარმე ქალი წარადგენს. სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ და ადგილზევე შეიძინონ მათ მიერ შექმნილი ნაწარმი – საკვები, ღვინო და სხვა სასმელები, ასევე აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.

ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.