გახსნილია განზრახ მკვლელობის ფაქტი 

პოლიციამ განზრახ მკვლელობის შემთხვევა გახსნა. საუბარია 2019 წლის 23 ივნისს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე. გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში მცხოვრებმა პირმა მოქალაქეს  სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, რადგან ის  სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც იხდის სასჯელს. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.