გახსნილი დანაშაული
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1984 წელს დაბადებულ პირს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.