გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე

თბილისში გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. დაავადებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა იმსჯელეს.

კამპანიის მთავარი მიზანი დაავადების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, გაფანტული სკლეროზის მართვის პრაქტიკის გაზიარება და რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო და 2020 წლიდან ქალაქ თბილისის მერია თბილისში მცხოვრებ პაციენტებს მკურნალობას უფინანსებენ, თუმცა ამ დრომდე დაფინანსების მოლოდინში არიან რეგიონებში მყოფი პაციენტები.