გაეროს-ს წევრი ქვეყნების განცხადება – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
გაერო-ს მიერ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას თბილისში ეხმაურებიან. ოპოზიციის განცხადებით, მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდითაა, უკრაინა ფრონტზე გამარჯვებას აღწევს და სწორედ ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა, ომში მყოფი უკრაინის მიმართ რიტორიკა შეეცვალა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველო უკრაინას ომის დაწყების დღიდან მხარს უჭერს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჰუმანიტარული კუთხით.