გაეროს-ს წევრი ქვეყნების განცხადება 

12:07, 25.08.2026

გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაავრცელა. მისივე თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები და შეარყია როგორც რეგიონული, ისე გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება. ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ასობით ათასი ქალი, კაცი და ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. რასმუსენის თქმით, გაერო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და კატეგორიულად რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

 

მსგავსი