გაერო-ში ირანის ელჩის განცხადება

გაერო-ში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში ირანში, სულ მცირე, 1 332 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.
ამირ საიდ ირავანის თქმით, ირანი ახლა სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შესახებ იძიებს ინფორმაციას. ამასთან, მან უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის მომავალი ლიდერის არჩევაში მონაწილეობის შესახებ და თქვა, რომ ეს სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა.