გაერო-ს გენერალური ასამბლეა

15:15, 26.09.2026

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლისას მინისტრმა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის დასაწყისშივე ქვეყანაში სწრაფად მოხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების მობილიზება, გაძლიერდა ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული კვლევები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები.

პანდემიის მიმდინარეობისას გაფართოვდა ჰოსპიტალური შესაძლებლობები, მობილიზდა სამედიცინო პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის მეშვეობით დაინერგა პაციენტების დისტანციური მართვა და განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროგრამა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა 2025 წელს დაწყებულ პირველადი ჯანდაცვის კომპლექსურ რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციის, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

მსგავსი