გაერო-ს ანგარიში - მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები
„მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის“ – ამ სახელწოდებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ.
გაერო-ს ექსპერტების ვარაუდით, 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება. პროგნოზირებული 5.4-პროცენტიანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს. ამავე პროგნოზით, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს.