ფულის გათეთრების საქმე - სასამართლო პროცესი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე პროკურატურა დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შეფარდების ინიციატივით გამოდის. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, 17 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათგან ხუთი ფიზიკური, 12 კი იურიდიული პირია. ამ დროისთვის დაკავებულია ერთი პირი, ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.