ფრენების აღდგენის საკითხი

რატომ გახანგრძლივდა საქართველოში საერთაშორისო ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვები – ეკონომიკის მინისტრი განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს. ფრენების პირველ აგვისტომდე გადადების მიზეზად, ნათია თურნავა მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობასა და არასტაბილურ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ასახელებს. 

მინისტრის თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მწვანე ზონის სტატუსს და შენგენის ზონაში გადაადგილების უფლებას. ამასთან, თურნავა ამბობს, რომ რჩება ჩარტერული ფრენები. ამ ეტაპზე ივლისში სამი ქვეყნის მიმართულებით, ათი ასეთი რეისია ჩანიშნული, რომელსაც ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ შეასრულებს.