„ფორსაჟის“ გადაღება საქართველოში

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის იუნივერსალ ფიქჩერსის ერთ-ერთი ცნობილი ფილმის, „ფორსაჟის“ მეცხრე სერიის გადაღებებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის განცხადებით, გადაღების ლოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია თავად ჯგუფის მოთხოვნით, გასაიდუმლოებულია.

ცნობილია, რომ გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება. საქართველოში წარმოების ბიუჯეტი კი 32 მილიონი ლარია. ამ ეტაპზე მკაცრად არის გასაიდუმლოებული, ფილმის რომელი ცნობილი მსახიობები ჩამოვლენ საქართველოში.