საკრედიტო სააგენტო „ფიჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ფულადი გზავნილები.
სააგენტო ასევე აღნიშნავს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, რაც ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას გულისხმობს. ამასთან, „ფიჩის“ შეფასებით, საქართველოს გააჩნია მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება და 2025-27 წლებში ელოდება 5%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და მომგებიანია, გააჩნია კაპიტალიზაციის მაღალი დონე და სტაბილურია აქტივების ხარისხი. ამას, თან ერთვის დოლარიზაციის დონის შემცირებაც.