ფინტექ ინდუსტრიისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
ფინტექ ინდუსტრიისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს და ეროვნულ ბანკს წარედგინება. „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ ინიციატივით არასაბანკო ფინანსური სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა არსებული გამოწვევები, მიმდინარე რეფორმები და სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილული იქნება როგორც მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივები, ისე ფინტექ სექტორისთვის პრიორიტეტული სხვა მარეგულირებელი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს არსებული გამოწვევების სისტემურ გადაწყვეტას.