ფინანსური ამნისტია ფიზიკური პირებისთვის
66 ათას ფიზიკურ პირს, 425 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერა. შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამა 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებებს მოიცავს. დავალიანების განულების შემდეგ, ფიზიკური პირის მიმართ უქმდება იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და სხვა. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საგადასახადო შეღავათი აღნიშნული მოქალაქეების ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
დესი ვარდოსანიძე დეტალებით.