ზამთრის ტრადიციულ მხიარულებას ამჯერად გუდაური მასპინძლობს. გემრიელი კერძები, სხვადასხვა აქტივობები, მუსიკა და დაუვიწყარი განწყობა – 17 იანვარი გუდაურში „გიზ-გიზის“ დღეა. ფესტივალის მიზანია როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, „გიზ-გიზი“ მესამე წელია, საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.