ფერმერის დღე ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღნიშნეს

21:33, 19.09.2026

ფერმერების როლი ქვეყნის ეკონომიკის, რეგიონების გაძლიერებისა და სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებაში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით „ფერმერის დღე 2026“ გაიმართა. ღონისძიების სტუმრებისთვის მრავალფეროვანი თემატური სივრცეები მოეწყო, სადაც ქართული აგროსექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს.

პარალელურად, შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ სამინისტროს უწყებების მიერ ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის შეთავაზებულ სახელმწიფო აგროსერვისებს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ აგროსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებმაც დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. „ფერმერის დღე“ საქართველოში ტრადიციულად 2015 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი