#ფერმა პროფესიით დიპლომატის აგრობიზნესი ანუ როგორ იქცა ნიკა ზაუტაშვილის ჰობი საქმედ

▶ ლეგენდებით სავსე ხაშმის საფერავი, ათ ჰექტარზე გაშენებული ვენახი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი მარანი და აგროტურიზმისთვის შექმნილი საინტერესო გარემო, როგორ იქცა ნიკა ზაუტაშვილის ჰობი საქმედ, რატომ გრძნობს თავს ყველაზე კარგად ვაზით გაჯერებულ სივრცეში და როგორ მოარგო პროფესიით დიპლომატმა ქართულ ტრადიციებს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა. როგორი მართვა და განვითარება სჭირდება თანამედროვე აგრობიზნესის წარმოებას!

▶ რუბრიკაში „არტიშოკი“ გაიცანით თვითნასწავლი მებაღე იზა გაბიტაშვილი, რომელმაც გურჯაანში საკუთარი კარ-მიდამო ბაღნარად აქცია. 40 სახეობის ნაძვი, 400-მდე სახეობის ყვავილი და ქვებით დამზადებული კალათები, ადგილი, რომელიც 2019 წლის კონკურსში „ლამაზი ეზოს“ ტიტულით დაჯილდოვდა. ნახეთ, პროფესიით ბუღალტერს როგორ აუხდინა ბავშვობის ოცნება ყვავილების სიყვარულმა!

ფერმა