#ფერმა კომბინირებული საკვების წარმოება და გამოყენება
▶ კომბინირებული საკვების წარმოება, მისი გამოყენება და მნიშვნელობა საქონლის, ფრინველის და თევზის გამოზრდაში. გამოცდილი კვების ტექნოლოგის რჩევები – როდის, როგორ და რა დოზით უნდა გამოვიყენოთ კომბინირებული საკვები ჩვენს მეურნეობაში. ეტიკეტზე დატანილი საჭირო ინფორმაცია, ანუ ფერმერებამდე ტომრებით მიტანილი ცოდნა;
▶ დევნილთა დასახლება, სოფელი წეროვანი, ყვავილების სათბური და პატარა სამკერვალო. დევნილი ქალის მონდომება, გამოსავლის ძიება და შრომისმოყვარეობა, რამაც დარეჯან ბაშარულს ცხოვრება თავიდან დააწყებინა. ყვავილებისთვის გაზიარებული დარდი და მათგან მიღებული სიცოცხლის ხალისი.