ფეიკგვერდები მომხმარებლის შეცდომაში შესაყვანად

ინფექციური პათოლოგიის ცენტრი თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გვერდები შექმნეს სოციალურ ქსელში. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო!“ – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.