„ფედერალისტებმა“ ნარკოპოლიტიკის შესახებ პარტიის ხედვა წარადგინეს
„ფედერალისტებმა“ ნარკოპოლიტიკის შესახებ პარტიის ხედვა წარადგინეს. ამ რეფორმაზე პასუხისმგებელი პარტიის ახალი ლიდერი, ზურაბ სიხარულიძეა. მისი თქმით, ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებთან მიმართებით სამედიცინო ზრუნვის კომპონენტის გაძლიერება უნდა მოხდეს. პარტიაში ამბობენ, რომ მათი ხედვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას ითვალისწინებს.