ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტების განსაზღვრა
ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტები უკვე განსაზღვრულია. საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დილიდან იმსჯელა. კომისია 14 წევრით კომპლექტდება. მისი ხელმძღვანელი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იქნება.
კომისიაში შვიდი წევრი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, შვიდი – ოპოზიციას. კერძოდ, სამი კვოტა გიორგი გახარიას გუნდს ექნება, სამი „ხალხის ძალას“, ერთი კი „ევროპელ სოციალისტებს“. კომისია საქმიანობას აპრილის ბოლომდე გააგრძელებს და შეისწავლის საქართველოში არსებული მაღალი ფასების მიზეზებს.