ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა
ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობა გრძელდება. პარლამენტში სპეციალური კომისია სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებსა და მედიკამენტების ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა. დისკუსიაში, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, შვიდი კომპანია მონაწილეობდა. დეპუტატების მთავარი ინტერესი და კრიტიკა ორი მსხვილი ადგილობრივი მწარმოებლის – „ჯი-ემ ფარმას“ და „ავერსი რაციონალის“ მისამართით გამოიკვეთა.
სხდომის დეტალებით მანანა დევაძე.