ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა
ამ წუთებში პარლამენტში ფასების რეგულირებაზე შეხვედრა სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან იმართება. საუბარი ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებზე მიმდინარეობს. კომისიის მიზანია არსებული რეალობის შესწავლა და დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე და ამასთანავე ფასები იყოს მისაღები ყველა მოქალაქისთვის.