ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა – შეფასება
ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრამ სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათის ფონზე ჩაიარა. კომისია ახლა წამლებზე ფასწარმოქმნის პროცესს სწავლობს და ფასების შემცირების რესურსს ეძებს. ერთ-ერთ ბერკეტად, ყველა მედიკამენტზე ე.წ. რეფერენტული ფასების დაწესება განიხილება, რასაც კერძო სექტორი არ ეწინააღმდეგება.
ამ ეტაპზე მითითებული პროგრამა მხოლოდ 7 000-მდე მედიკამენტზე ვრცელდება. რა გზით და როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტებზე ფასების შემცირება, კომპანიების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ.