ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა – შეფასებები
კვლავ განხილვის თემაა 104-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ფასების შემსწავლელმა კომისიამ ორთვიანი მუშაობის შემდეგ გამოაქვეყნა. ბაზრის სტრუქტურული მოწყობა, არასაკმარისი გამჭვირვალობა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტიანობა და დამატებითი ხარჯები – ასეთია ძირითადი ფაქტორები, რითიც კომისია სურსათზე მაღალ ფასებს ხსნის. რაც შეეხება წამლებსა და საწვავს, რეკომენდაციაა რეფერენტული წამლების ჩამონათვალის გაზრდა და საწვავის მარაგების მართვის გაუმჯობესება.
აღნიშნულ დასკვნას მწვავე კრიტიკა და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. დასკვნის პროექტს მხარი არ დაუჭირეს გახარიას პარტიამ და „ხალხის ძალამ“, რომელიც მეტ კონკრეტიკას ითხოვს. მძიმეა სხვა პოლიტიკური აქტორების შეფასებები. ოპონენტების აზრით, კომისიის წევრებს ფასების შესამცირებლად არცერთი სწორი და კონკრეტული რეკომენდაცია არ შეუმუშავებიათ.