ფასების საკითხზე მომუშავე კომისიის სხდომა

15:05, 16.03.2026

ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობა გრძელდება. პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს საცალო ქსელების მსხვილი ოპერატორების წარმომადგენლებთან. დისკუსია სამი საათია გრძელდება. განიხილება სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები. დასკვნა და რეკომენდაციები ორ კვირაში მომზადდება. ამის შემდეგ კი კომისია უკვე საწვავისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

მანანა დევაძე დეტალებით.

მსგავსი