ფასების რეგულირების საკითხი

12:10, 21.01.2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მუშაობის დაწყება, პოლიტიკური შეფასებების თემაა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ პირველი შეხვედრა გუშინ გამართა. დაიგეგმა შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. პარალელურად, ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, აქტიური მუშაობა იგეგმება საკანონმდებლო დონეზე. საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე დღეებში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება პარლამენტშიც.

კომისიაში აქტიურად ჩართვას გეგმავს „გახარია-საქართველოსთვის“, როგორც პარტიაში აცხადებენ, მთავარი მიზანი ფასების შემცირებაა. ცნობილია, რომ სამთავრობო კომისია, შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც მიმდინარეობს.

მსგავსი