სასურსათო პროდუქციის ფასნამატებისა და ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. გუშინ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თვის განმავლობაში სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები იგეგმება. უკვე შექმნილია სამთავრობო კომისიაც. თავის მხრივ, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე დღეებში დაგეგმილია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტშიც.
ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა მაგალითად გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ფასების რეგულირების მიზნით ყველგან იმუშავებენ.