„ფაიზერის“ ვაქცინა

ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. გიორგი გახარიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. „მადლობა ჩვენი ქვეყნის და პირადად ჩემს მეგობარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის,“ – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.