„ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში შემოვა 

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას თებერვლის ბოლოს ელოდებიან – რა რაოდენობის პრეპარატი შემოვა ქვეყანაში და ვინ აიცრება პირველი მარაგით. პრემიერ-მინისტრმა დღეს ვაქცინის მიღების კონკრეტული თარიღი დაასახელა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.

პარალელურად, სპეციალისტები ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასტაბილურებაზე საუბრობენ, რასაც არსებული შეზღუდვებით ხსნიან. გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 19 989 ტესტიდან, კორონავირუსი 676 პირს დაუდასტურდა.