„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ფაიზერზე“ რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი, 16 ივლისიდან დაიწყება.

პარალელურად, საქართველოში ეპიდსიტუაცია ისევ მძიმდება. მედიკოსები და ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალ შემთხვევებთან ერთად, მატულობს მძიმე პაციენტების რიცხვი, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, რაც მალე არაკონტროლირებად სიტუაციას გამოიწვევს. მატულობს „დელტა შტამით“ ბავშვების ინფიცირების შემთხვევებიც, რაც მათში განსაკუთრებულ გართულებებს იწვევს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი.