„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს საჯაროდ მიმართავენ იმ კითხვებით, რომელიც საზოგადოებას აქვს და გამოსვლას არ დაესწრებიან. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ერთ-ერთი კითხვა 520-ე დადგენილებას ეხება. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დადგენილება უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს საავადმყოფოებს.

დეპუტატის განცხადებით, კითხვები ასევე შეეხება მედიკამენტების გაძვირებას, საარსებო შემწეობის მოხსნას, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეფასების სოციალურ მოდელს.