ევროკომისიის პრეზიდენტმა რადას მიმართა

ოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული 18 მოქალაქის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა დღეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს სხდომა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი,  ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. სპეციალურ სესიაზე უკრაინელ დეპუტატებს მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდა საჭირო რეფორმები გაატარონ, რათა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, უმაღლესი რადას დარბაზში შემოიტანეს ევროკავშირის დროშა, რომელიც უკრაინის ეროვნული დროში გვერდით დადგეს.