ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინასთან მიმართებით ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევიდან პოლონეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ, ამ მოვლენების გახსენებისას, ჩვენ შევძლებთ ვთქვათ, რომ სწორად მოვიქეცით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, წევრი ქვეყნებისთვის გამოწვევა იქნება ევროკავშირის სამიტის ერთიანი პოზიციით დატოვება, რაც ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადის შეფასებას მომავალი კვირის ბოლომდე დაასრულებენ.