ევროკომისიის პრეზიდენტისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პირველ პირს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მხარეებმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სწორედ ახლა განისაზღვრება, როგორი იქნება ერთიანი ევროპის მომავალი ან საერთოდ, იქნება თუ არა მომავალი, –  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ გზა ევროკავშირისკენ დამსახურებაზეა დაფუძნებული. მისი თქმით, ერთად მშვენიერ ქვეყანას ააშენებენ.