ევროკომისიის ანგარიში - გამოხმაურება

ევროკომისია საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს პოზიტიურ შეფასებას აძლევს. 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკური პროგნოზის განახლებული ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ევროკავშირის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. მათივე თქმით, რთული გეოპოლიტიკური გარემო და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე. დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 და 5.5%-ის ფარგლებში დარჩება, უკრაინის ეკონომიკური ზრდა 1.5% იქნება, მოლდოვის კი 2%. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის შედარებით შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სტაბილურად დარჩება მაჩვენებლები. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს ქვეყანაში ინფლაციის დონეც, სავარაუდოდ, მაღალი იქნება. ევროკომისიის დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ძალიან მაღალი, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ამავდროულად ის ჩამორჩებოდა 2024 წლის 9.7%-იან რეკორდულ მაჩვენებელს.

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, ინფლაცია 2026 წელს შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდება და 2027 წელს ის ეტაპობრივად შემცირდება. ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით დაფარა 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევრობონდები.