ევროკავშირის ელჩის განცხადება

ევროკავშირის ელჩი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნას ითხოვს. ამ განცხადებით ევროკავშირი დე ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას მიმართავს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად, „კოვიდ-19“-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება შეიძლება.

 

დატოვე კომენტარი