ერთობლივი სპეცოპერაცია ესპანეთში

საქართველო-ესპანეთის ერთობლივი სპეცოპერაცია ესპანეთში – დაკავებულია 13 პირი. აღნიშნულს წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ. დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა – ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ და ესპანელებისგან, რომლებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს. 

დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.