ეროვნული ბანკის სტრატეგია ლართან მიმართებაში

ლარის კურსის ცვალებადობას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იმ მოლოდინით ხსნის, რომელიც ტურისტების ნაკადის შესაძლო შემცირებას უკავშირება. არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ჯერ ვერ ხედავს რეზერვების გამოყენების საჭიროებას, რადგან ამ ეტაპზე მსგავსმა ჩარევამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს კურსის სტაბილურობის გრძელვადიან პერსპექტივზე.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, 24 ივლისს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და იმ დროისთვის არსებული სიტუაციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გადაწყვეტს, გაამკაცროს თუ არა, მონეტარული პოლიტიკა.