ეროვნული ბანკის სემინარი
„არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ – ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში სემინარების სერია ჩაატარა. საუბარია სამცხე-ჯავახეთზე, შიდა ქართლზე, იმერეთსა და აჭარაზე.
შეხვედრების ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს ანგარიშგების მიმართულებით განახლებული მოთხოვნები წარუდგინა. სემინარის მონაწილეები ასევე გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების განახლებულ ინსტრუქციას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ემსჯელათ არასაბანკო სექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებზე.