ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები

12:13, 27.06.2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში სავალუტო რეზერვების ადეკვატურობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა და ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ამასთან, კვლევის მიხედვით, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მიმდინარე დონე ზომიერი სტრეს-სცენარების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურია. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაისის მდგომარეობით 7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი