ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში

12:16, 26.04.2025
 ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე და გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს.

მსგავსი