ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიში განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გააცნო. მისი განმარტებით, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადაიხარა და 3,9 %-ს მოაღწია. მისივე თქმით, ეს განპირობებულია ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებით. ნათია თურნავას თქმით, 2026 წელს მონეტარული პოლიტიკის ზომიერი ზრდით ინფლაციის სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ამასთან გასულ წელს ეკონომიკისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდა მოხდა. საუბარი შეეხო დოლარიზაციის შემცირების პერსპექტივას, რაც ეროვნული ბანკის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მის უწყებას ხელშესახები შედეგები აქვს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. დეპუტატები ძირითადად ინფლაციითა და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.