ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშით წარდგა

დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. კობა გვენეტაძე დეპუტატების წინაშე მუშაობის ერთწლიანი ანგარიშით წარდგა. მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გვენეტაძის გამოსვლა და მთავრობის ბოლოდროინდელი ინიციატივა ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით, ოპოზიციამ გააკრიტიკა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვალების განულების პროგრამას, მავნებლური პოლიტიკა უწოდა. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, უმუშევრობას ვერ მოაგვარებს.