ეროვნული ბანკის განცხადება

საქართველომ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე მოიპოვა წვდომა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.