ეროვნული ბანკის განცხადება

12:19, 07.11.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. მიმდინარე წელს სებ-მა დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს პორტფელის ღირებულებამ ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16,6 მეათედი პროცენტი შეადგინა. ისტორიულ ნიშნულზეა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ჯამური მოცულობაც, საანგარიშო პერიოდში ის 8,25 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, მონეტარული ოქროს შეძენამ სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციის დამატებითი შესაძლებლობები გააჩინა.

მსგავსი