არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ასეთია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, 750 ათას ლარამდე სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, შესაბამისად, სები დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს.